კონცეფცია
ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
დ)მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
სკოლა შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. იგი მაქსიმალურად ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე, ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემუშავდება ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად დაიგეგმება/განისაზღვრება:
ა) რომელ საგანში/საგნებში საჭიროებს მოსწავლე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავებას. შერჩეულ საგნებში განისაზღვრება სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და სხვ.).
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციას ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით;
სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლა უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების სიღრმისეული შეფასებას.
ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდებიან ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, ლოგოპედი ან სპეციალური მასწავლებელი.
ისგ ჯგუფს ეყოლება კოორდინატორი. კოორდინატორი წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ ჩატარდება ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი. გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს;
ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში;
ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის დირექციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არის სსსმ მოსწავლე, რომელსაც თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.
სსსმ არის მოსწავლე, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური დარღვევა; ბ)ინტელექტუალური დარღვევა
გ) სმენის ან მხედველობის დარღვევა; დ) მეტყველების დარღვევა; ე)ქცევითი და ემოციური დარღვევა; ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; ზ) სირთულეები სოციალური ფაქტორების გამო და ამიტომ ვერ სძელვს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
სკოლა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და უნდა შეძლოს მოძებნოს მისი დაკმაყოფილების გზები.
წყარო: 1) http://www.youtube.com/
me vpiqrob rom sachiroa inkluziuri ganatleba ! 🙂
es problema saqartveloshi aqtualuria da imedia gamoswordeba