განმარტება
ცხვირის პლასტიკა არის ოპერაცია, რომლის მიზანს ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია წარმოადგენს. რინოპლასტიკა ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა. მისი ნაკლებად პროგნოზირებადი შედეგის გამო ყველა ქირურგი ვერ ბედავს ხელი მოჰკიდოს ამ საქმიანობას. რინოპლასტიკა აერთიანებს ორ მიმართულებას – ესთეტიკურსა (გარეგან დეფორმაციათა კორექცია) და რეკონსტრუქციულს (ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად შინაგან სტრუქტურათა აღდგენა).
შედეგი
ცხვირის პლასტიკის შედეგად შესაძლებელია, როგორც ცხვირის ზომების შემცირება მთლიანად, ასევე მისი რომელიმე ნაწილის კორექციაც. ოპერაციის დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებაც, ე.ი. რაც ადრე 2 ეტაპად კეთდებოდა, ახლა ერთი ოპერაციის დროს არის შესაძლებელი. პირველადი შედეგის ნახვა კი უკვე 1 კვირის შემდეგაა შესაძლებელი. ესთეტიკური რინოპლასტიკა საშუალებას იძლევა, გაკეთდეს:
ცხვირის დეფორმაციისა და ასიმეტრიის კორექცია
კეხის მოცილება
ცხვირის წვერის ფორმის კორექცია, აწევა, დაწევა, შევიწროება
ცხვირის ფრთების ფორმისა და ზომის კორექცია
ნესტოების ფორმისა და ზომის კორექცია
პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული, ე.წ. “უნაგირა ცხვირის” დეფორმაციის კორექცია
ოპერაცია
რინოპლასტიკა შესაძლებელია იყოს როგორც ღია, ასევე დახურული, რასაც განაპირობებს კონკრეტულად არსებული პრობლემა. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს რომ ღია რინოპლასტიკით შესაძლებელია ცხვირის პრაქტიკულად ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, მაშინ, როდესაც დახურული მეთოდი ამის საშუალებას არ გვაძლევს. იმ დროს, როდესაც განაკვეთებში სხვაობა მინიმალურია. ოპერაციის წინა პერიოდში პრაქტიკულად ყველა პაციენტს უტარდება კომპიუტერული მოდელირება, რაც ცხვირის ფორმის შერჩევაში გვეხმარება და ექიმსა და პაციენტს შორის გაუგებრობას გამორიცხავს.
ხანგრძლივობა
ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე 30 წუთიდან 3 საათამდეა.
გვერდითი მოვლენები
ცხვირის პლასტიკის ოპერაციის შემდგომ პერიოდში აღინიშნება ცხვირისა და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სისხლჩაქცევები ქუთუთოებზე, რომლებიც თავისთავად გაივლის 2-3 კვირის განმავლობაში. შეშუპების გაქრობასთან ერთად, ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და 1–2 თვის შემდეგ საკმაოდ დახვეწილია, ხოლო საბოლოო შედეგების შეფასება ხდება ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ცხვირის ფორმირება დასრულებულია და მას მიღებული აქვს საბოლოო სრულყოფილი ფორმა.
პაციენტის სტატუსი
პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდგომ. თაბაშირის ნახვევი საჭიროა 5-7 დღის განმავლობაში მუდმივად, შემდგომ ღამის განმავლობაში 1 თვე. ტამპონების საჭიროების შემთხვევაში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ “მედი”-ში არსებული თანამედროვე მიდგომების საშუალებით, მათი ამოღება აბსოლუტურად უმტკივნეულოა. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1 კვირის შემდეგ. ნაკერები იხსნება 5-7 დღის შემდეგ. 1 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.
ანესთეზია
ცხვირის პლასტიკის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებაც.
წყარო: 1) http://www.medi.ge/
dzaan saintereso informaciaa, iyo lasha dzaan damainteresa yochag, saintereso postebs amateb da amistvis did madlobas gixdi 🙂 tiyoeul potoshi ashkara shegegia rogorc chans ashkarad amartlebs es operaciebii 🙂 !!!
dzalian saintereso posti iyo garkveuli warmodgena mqonda cxviris operaciaze,magram axla rac wavikitxe namdvilad ar vicodi. aseti operaciebi tu tardeboda
aqedan mxolod gverditi movlenebi iyo chemtvis ucnobi da kargia rom gavige