გადაწყვეტილების მიღება _ ალტერნატივებს შორის არჩევის პროცესი, შესაძლო ვარიანტების სელექცია და უარყოფა.
უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში ადამიანთა ყურადღება კონცენტრირებულია არჩევანის პოზიტიურ მხარეებზე _ თქვენ აგროვებთ აშკარა დამამტკიცებელ საბუთებს რაღაცის სასარგებლოდ მაშინ, როცა ,,გაუქმების“ მოთხოვნის შემთხვევაში ყურადღების კონცენტრირება არჩევანის ნეგატიურ ასპექტებზე ხდება _ თქვენ აგროვებთ ინფორმაციას რაღაცის წინააღმდეგ. ამიტომ, შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილება შეიცვალოს.
ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენს კითხვის ფორმულირება, სწორედ ამიტომ საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიური ასპექტების ცოდნა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გადაწყვეტილების შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, ექვემდებარება თუ არა ის დეტალურ ანალიზს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: _ ,,როგორ შეიცვლებოდა ჩემი არჩევანი ამა თუ იმ ვარიანტის უარყოფის და არა არჩევის შემთხვევაში?“ თუ რომელიმე კონკრეტულ არჩევანს ერთ შემთხვევაში ვანიჭებთ უპირატესობას, ხოლო მეორე შემთხვევაში უარვყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
არჩევანის ფორმა -გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ გზას იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რომელი არჩევანი მოგვიტანს უდიდეს სარგებელს, ან უმცირეს დანაკარგს. ასე რომ, თუ შემოგთავაზებენ 5 ან 10 ლარს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიხვდებით, რომ უკეთესია 10 ლარის არჩევა. სიტუაციას ართულებს ის, რომ სარგებლის და დანაკარგის აღქმა ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმითაა არჩევანი მოცემული. „ფორმა“ წარმოადგენს არჩევანის დეტალურ აღწერას. წარმოიდგინეთ, რომ გვეკითხებიან: _ `რამდენად გაგახარებდათ ხელფასის გაზრდა 1 000 ლარით?~ თუ არ ველოდებოდით ხელფასის მომატებას, ეს დიდი მიღწევა იქნება და ძალიან გაგვაბედნიერებს, მაგრამ მანამდე თუ რამდენიმეჯერ შეგვპირდნენ ხელფასის 10 000 ლარით გაზრდას, მაშინ როგორ ხასიათზე დავდგებით? უეცრად შეიძლება ისეთი განცდა დაგვეუფლოს, თითქოს ფული დაკარგეთ, რადგან 1 000 ლარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ველოდით; თუმცა, ორივე შემთხვევაში 1 000 ლარით მეტს მიიღებდით წელიწადში _ ობიექტურად, ზუსტად ერთნაირ მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ძალიან განსხვავებულია. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი ორიენტირები გადაწყვეტილების მიღებისას . რას განვიხილავთ მოგებად და რას _ დანაკარგად, ნაწილობრივ, განისაზღვრება მოლოდინებით – 1 000 ლარის ან 10 000 ლარის მომატება _ რომელზეც ორიენტირებულია ადამიანი
როგორ შეგვიძლია ასეთი შედეგების საკუთარ ცხოვრებაში გამოყენება? რეალურ სამყაროში გადაწყვეტილების მიღება გვიხდება, რომელიც მომავლის შესახებ ჩვენს საკუთარ ან სხვების მოსაზრებას ეყრდნობა. ასეთ შემთხვევებში, უნდა ვცადოთ პრობლემის როგორც მოგების, ისე წაგების კუთხით განხილვა.
გადაწყვეტილებისთვის თავის არიდება _ გადაწყვეტილების მიღებისაგან თავის არიდების ტენდენცია; რაც უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, მით მეტია მისგან განრიდების ალბათობა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დიდი შრომის შემდეგ სხვადასხვა კუთხით შეაფასეთ ალტერნატივები. რა მოხდება შემდეგ? შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არ გინდათ გადაწყვეტილების მიღება.
მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა, ადამიანთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილების საკმაოდ ძლიერი ტენდენცია, რაც განპირობებულია რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით.
• ადამიანებს არ უყვართ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგადაც ზოგს ექნება მეტი სასურველი კეთილდღეობა, ზოგს კი – ნაკლები;
• ადამიანებს შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ, როგორ ინანებენ, თუ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი უფრო ცუდი აღმოჩნდება, ვიდრე ის, რომელიც მათ არ გააკეთეს;
• ადამიანებს არ სურთ, პასუხისმგებელნი იყვნენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგი ჰქონდეს;
• ადამიანებს არ მოსწონთ გადაწყვეტილების მიღება სხვების მაგივრად.
იმ პირობების განსაზღვრის მიზნით, რომლებშიც ადამიანები ეძებენ გადაწყვეტილებას, შეგვიძლია ამ უკანასკნელი დებულების საპირისპიროს ფორმულირება. რამდენადაც ადამიანებს არ უყვართ გადაწყვეტილების მიღება, ისინი უკეთ გრძნობენ თავს, თუ ამას მათ მაგივრად სხვა გააკეთებს. ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ.
სასურველია შევეცადოთ, თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემები.
ნუ დავარწმუნებთ საკუთარ თავს იმაში, რომ ძალიან რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ და არ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება.
შეუძლებელი არაფერია, გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება. თქვენი მონა მორჩილი ლაშა ბესტავაშილი !
წყარო: 1) ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი !
2)http://ucnauri.com
3)http://www.google.ge/search?q=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&hl=ka&tbo=d&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=jIr-UIDpEce4hAf-9oCIAw&ved=0CAcQ_AUoAA&biw=1440&bih=777
gadawyvetilebis migeba sheidzleba rtuli ar iyos magram mtavaria miigo sworad romelic gamoogadgeba.
ეჰ, წელს ვაბარებ და ყველაზე მეტად იმის გადაწყვეტა მიჭირს თუ რა პროფესიაზე ჩავაბარო . პირდაპირ საშინელებაა 😦
კარგი პოსტია . ალბათ წაკითხული გამომადგება 🙂
racionaluri adamiani gadawyvetilebiss migebisas zgvrul analizs iyenebs,rata miigos maqsimaluri shedegi.magram xshirad dzalian rtulia gadawyvetilebis migeba,radgan adamianebi alternativis winashe dganan,ertis datmoba gviwevs meores sanacvlod.amitom adamianebma unda iswavlon swori gadawyvetilebis migeba,rata miigon sasurveli shedegi.